ex-sticky მედიცინა

აშლილობა და ვერნიკეს ენცეფალოპათია- ექიმი სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს

Nusagi

“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოიხატება, როგორც პოსტტრავმული სტრესული დაზიანების სინდრომი, აშლილობა და გარდა ამისა, არის ვერნიკეს ენცეფალოპათია.” – ასე აფასებს ნევროლოგი ოთარ თოიძე მსჯავრდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობას.

“ორივე დაავადება, ეს არ არის მყარი და სტაბილური მდგომარეობა, იგი ცვალებადია დროში, დამოკიდებულია მკურნალობაზე, დამოკიდებულია იმ ემოციურ სტრესზე, რომელიც მან მიიღო და ღებულობს ამ დღეების განმავლობაში. მისი ფსიქოლოგიური სტატუსი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ იგი იყოს პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მან ერთხელ უკვე განიცადა წამება და არაადამიანური მოპყრობა”, – ამბობს ნევროლოგი ოთარ თოიძე.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი და ალტერნატიული კონსილიუმის წევრი ექიმები ჩავლენ. დღეს მიხეილ სააკაშვილთან პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის ვიზიტიც იგეგმება.\

ცნობისთვის, ვერნიკეს ენცეფალოპათია მწვავე ფსიქონევროლოგიური სინდრომია, რომელიც ხასიათდება ცნობიერების აბნევით, აპათიით, მოდუნებით, თვალისა და მხედველობის ნერვების დამბლით, ნისტაგმით, წონასწორობის დარღვევითა და ატაქსიით. ვერნიკეს ენცეფალოპათიის ყველაზე გავრცელებულ ფორმას ალკოჰოლით გამოწვეული თიამინის დეფიციტი წარმოადგენს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,187,035 ნახვა
%d bloggers like this: