ex-sticky პოლიტიკა

თეა წულუკიანი თაკო ჩარკვიანს: უღირსი დეპუტატი ხართ, რომელიც მშობლებს ეხებით

Nusagi

თქვენ უღირსი დეპუტატი ხართ, რომელიც მშობლებს ეხებით – ჩემი მშობელი საფლავშიც ღირსეულია და მასთან დაკავშირებით არც ამვლელი ამბობს აქ რატომ მარხიაო და არც ჩამვლელი, – ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დეპუტატ თაკო ჩარკვიანის რეპლიკას, რომელიც ამ უკანასკნელმა მინისტრის მამის მისამართით გააკეთა.

წულუკიანის თქმით, ერთი შეურაცხადი დეპუტატი გასამხიარულებლად ყველა პარლამენტში საჭიროა.

“ქალბატონო თაკო, მგონია, რომ თქვენგან განსხვავებით ღირსება მაქვს! მე თქვენს მშობლებს ძალიან დიდ პატივს ვცემ. თქვენს გარდაცვლილ მამას – დიდ ქართველ პოეტს. დიდ პატივს ვცემ თქვენს დედას. არ ვიკადრებ, რომ თქვენს მშობლებს მივაყენო შეურაცხყოფა. თქვენ ქალბატონო თაკო კიდევ უფრო დიდი უღირსი საქციელი ჩაიდინეთ და ჩემს მშობლებს შეეხეთ, რომელთაგან ერთი გარდაცვლილია. ღიად მინდა გითხრათ, ჩემი მამა, ავთანდილ წულუკიანი ძალიან დიდი ქართველი ვაჟკაცი კაცი იყო. ის იყო კაცი, რომელიც თქვენი გარემოცვის ძალიან ბევრ კაცს ტოლს არ დაუდებდა. ის საფლავშიც კი სჯობია ძალიან ბევრ კაცს, თქვენს გარემოცვაში კაცი რომ ჰგონია თავი. ვგულისხმობ პოლიტიკურ გარემოცვას, თორემ ოჯახისადმი პატივისცემას კიდევ ერთხელ გიდასტურებთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

„ახლა ჩემო კულტურულო თაკო, გაიქეცი და დაწექი პარლამენტის წინ, ჩქარა! თუ ყველაფერი მითხარი, წადი და წამოწექით! თუ სხვებიც მოგიწვებიან გვერდით, შეგიძლიათ რუსთაველის გამზირი თავფეხშექცევით დაიკავოთ. კარგად ბრძანდებოდეთ – ლეიბი გაშლილია!“,-განაცხადა მან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,187,035 ნახვა
%d bloggers like this: