საზოგადოება

კალაძე ჟურნალისტებს: რატომ გაქვთ ასეთი აგრესია ჯვართან?

Nusagi

რატომ გაქვთ ასეთი აგრესია ჯვართან? ქრისტიანები, მართლმადიდებლები ვართ. რატომ გაქვთ ასეთი აგრესია? მე არ მახსოვს მოსულიყავით და დაგესვათ კითხვა, როდესაც ზუნზლიანი და აყროლებული კარვები იყო და რუსთაველი აყროლებული ჰქონათ, არ მოსულხართ და არ გიკითხავთ, რატომ არ იღებთ კარვებს?!- ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების დასმულ კითხვას, პარლამენტის წინ აღმართულ ჯვართან დაკავშორებით.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, წლევანდელი ღონისძიებები, რომელიც ღია სივრცეში გაიმართება, ყველა ასაკის ადამიანზეა გათვლილი.

„შარშან, საერთოდ არ გვქონდა საახალწლო სოფელი, არსებული პანდემიიდან გამომდინარე, რადგან ძალიან მძიმე მდგომარება იყო. შარშანწინ კიდევ უფრო განსხვავებული რეალობა იყო. შესაბამისად, ბიუჯეტი წლების მიხედვით განსხვავებულია. შარშან ნაკლები იყო, შარშანწინ ცოტა მეტი იყო, წელს შარშანდელზე მეტია და ასე შემდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მედიასთან ასევე განმარტა, რატომ ვერ ცხადდება ტენდერი საახალწლო ღონისძიებების შესყიდვებზე.

„თუ თქვენ მეტყვით და მირჩევთ, რანაირად შეიძლება მაგალითად, მომღერლები ტენდერის საფუძველზე შევარჩიოთ, უდიდეს მადლობას გადაგიხდით. რა უნდა იყოს ტენდერის პირობები, რის მიხედვით შევარჩიოთ, პირველი თუ მეორე ხმის მიხედვით?“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,583 ნახვა
%d bloggers like this: