ex-sticky პოლიტიკა

მეუფე იაკობი: მესიანიზმის დრო წავიდა, მესია ერთია- მაცხოვარი და სხვა ვერავინ იქნება

Nusagi

ჩვენ ხალხისთვის უნდა ვიზრუნოთ და არა უტოპიური რაღაცებისთვის. მესიანიზმის დრო წავიდა, მესია ერთია, მაცხოვარია და სხვა ვერავინ იქნება!, – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა იაკობმა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე იაკობმა ქადაგებისას სინანულისა და შენდობის მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„საქართველოს ღმერთი და ღვთისმშობელი იფარავს. არავინ დაიბრალოს თავის თავზე, მე ვიქნები თუ სხვა, რომ თითქოს, ჩვენ გარეშე საქართველო არ განვითარდება. ჩვენ გარეშეც ვითარდებოდა, ჩვენთან ერთადაც შეიძლება განვითარდეს და იმედი მაქვს, ჩვენს შემდეგაც ყველაფერი კარგად იქნება. ასე რომ, გონიერებას მოვუხმოთ. უაზრო რაღაცებზე დროს ფუჭად ნუ ვკარგავთ. მოთმინებასაც ზღვარი აქვს და ამიტომ, უნდა ვეცადოთ ჩვენს ქვეყანასა და ერთმანეთს გავუფრთხილდეთ!

შენდობა მაშინ მიეცემა ადამიანს, როცა მიხვდება, რომ დააშავა. ჩვენ ღმერთთან რატომ მივდივართ და აღსარებას რატომ ვამბობთ? – იმიტომ, რომ ვაშავებთ, ვაფუჭებთ. როცა ვაშავებ, ჩემს თავს ხომ ვუშავებ და სიკვდილი ხომ შემოდის ჩემში იმ ცოდვის გამო? თუ არ მივედი, აღსარება არ ვთქვი, არ ვეზიარე, თუ გამოსწორებისთვის არ ვიზრუნე, აბა, როგორ დაიწვება ჩემი ცოდვების მიმართ მიდრეკილებანი? ასე უნდა ვიფიქროთ თითოეულმა ჩვენგანმა.

ლამაზი ერი ვართ. ჩემი ქვეყნიდან რომ მივდივარ-ხოლმე, რამდენიმე დღეში ისე მენატრება, დიდხანს ვერ ვჩერდები. ზოგჯერ იძულებითაც გადიხარ, რომ შენი ქვეყნისთვის რაღაც კარგი გააკეთო.

ღმერთმა დაგლოცოთ და აგიხილოთ გონების თვალი! უფალმა ჯანმრთელად გვიმყოფოს ჩვენი უწმინდესი, ჩვენი მთავრობა და მხედრობა, ეკლესიის თითოეული შვილი თუ საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანი, ვისაც საქართველო უყვარს, ღმერთი და დედაღვთისმშობელი უყვარს. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – აღნიშნა ქადაგებისას მეუფე იაკობმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,196,845 ნახვა
%d bloggers like this: