ენმ-ს ლიდერი ნიკა მელია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
“რეჟიმის პარანოია გრძელდება.
სიამოვნებით ჩავიბარებ უწყებას და პირადად, დეტალურადაც მოგიყვებით როგორ დასრულდება ივანიშილის რეჟიმი – მაგას რომ ხედავდე, ნოსტრადამუსობა ნამდვილად არაა საჭირო..
პ.ს. ამ ბატონს წარმოებაში სახელმწიფო გადატრიალების საქმე აქვს.” – წერს ნიკა მელია.
Facebook Comments Box