უცხოური მედია

ამერიკული „ნიჭიერის“ ვარსკვლავი ჯეი ჯეი ფილიპსი კორონავირუსით გარდაიცვალა

Nusagi

ჯეი ჯეი ფილიპსი, რომელიც საზოგადოებამ ამერიკულ „ნიჭიერში“ მონაწილეობის შემდეგ გაიცნო, კორონავირუსით გარდაიცვალა, – ამის შესახებ Independent-ი წერს.

ოჯახის წევრების თქმით, ის ნოემბრის ბოლოს, მადლიერების კვირის განმავლობაში დაინფიცირდა და მიუხედავად მათი მოწოდებისა, საავადმყოფოში ემკურნალა, სახლში ყოფნა არჩია. „უბრალოდ, გამოძინება მჭირდება“, – უთხრა მან ოჯახის წევრებს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე.

30 წლის კაცი საკუთარ სახლში, მარტო იყო, როცა გარდაიცვალა. მისი ცხედარი დედამ და მეგობარმა გოგომ ნახეს.

ფილიპსი „ნიჭიერში“ ორჯერ – 2009 და 2017 წლებში მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ფინალში ვერცერთხელ ვერ შეძლო გასვლა, მაყურებელს თავი გამორჩეული შესრულებით დაამახსოვრა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,186,928 ნახვა
%d bloggers like this: