პოლიტიკა

ბელარუსის თავდაცვის უწყებაში უკრაინის სამხედრო ატაშე საჰაერო სივრცის დარღვევის გამო დაიბარეს

Nusagi

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მათ უკრაინის სამხედრო ატაშე დაიბარეს. სასაუბრო თემა უკრაინული თვითმფრინავების მიერ ბელარუსის საჰაერო სივრცის განმეორებადი დარღვევა იქნება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათმა მხარემ უკრაინას საპროტესტო ნოტა გადასცა, სადაც აღნიშნული დარღვევის შესახებ საუბრობდნენ.

„სამხედრო ატაშეს ეცნობა, რომ უკრაინული მხარე თავს არიდებს დიალოგს დავების მოსაგვარებლად… რაც ძალიან შემაშფოთებელია“, – აცხადებენ სამინისტროში. ბელარუსსა და უკრაინას შორის ურთიერთობა გასული წლის შემდეგ გაუარესდა, როდესაც რუსეთმა მასობრივი საპროტესტო აქციების დროს ბელარუსში პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მხარი დაუჭირა. ლუკაშენკომ, თავის მხრივ, ხმამაღლა გამოხატა მოსკოვის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,545 ნახვა
%d bloggers like this: