კრიმინალი

მაია მიქაია კლუბ „ხიდზე“: გაფრთხილების მიუხედავად, შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებს ადგილზე მასობრივი გასართობი ღონისძიება დახვდათ, რაც დადგენილებითაა აკრძალული

Nusagi

შრომის ინსპექციის სამსახურის შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, მაია მიქაიამ მედიასთან განმარტა, თუ რა გახდა კლუბ „ხიდის“ დალუქვის მიზეზი.

„კლუბს ჰქონდა გაფრთხილება. შრომის ინსპექციამ მოუწოდა, თავი შეეკავებინათ აკრძალული, მასობრივი ღონისძიების ჩატარებისგან. სხვა შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია ამოქმედდებოდა. შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებს დახვდათ მასობრივი გასართობი ღონისძიება, რაც დადგენილებითაა აკრძალული. ამის შემდეგ, კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი სანქცია გატარდა, რაც გულისხმობს იმას, რომ ობიექტი 10 ათასი ლარით დაჯარიმდა, ასევე, ობიექტი დაილუქა“, – აცხადებს მაია მიქაია.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,955,059 ნახვა
%d bloggers like this: