ჯანდაცვა

„ომიკრონი“ შესაძლოა, აცრილებშიც გავრცელდეს“ – თამარ გაბუნია

Nusagi

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „იმედის“ ეთერში კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, „ომიკრონის“ გავრცელება აცრილებშიც შესაძლებელია, მაგრამ ვაქცინები ლეტალობისგან დაგვიცავს. 

„მეცნიერება ამბობს, რომ „ომიკრონი“ შესაძლოა, აცრილებშიც გავრცელდეს, მაგრამ ის ვაქცინები, რომლებიც დღეს ჩვენ გვაქვს, მაღალი ალბათობით, ჰოსპიტალიზაციისგან და ლეტალობისგან ამ შემთხვევაშიც დაგვიცავს. დრო არ უნდა დავკარგოთ, რადგან ვირუსს სწრაფად შეუძლია სახეცვლილება, ვერაგულად და აგრესიულად გვიტევს. ამდენად, თუ ტემპი ჩვენც არ ავაჩქარეთ, არ გავყევით ამ პროცესს უფრო სწრაფად, თუ თავის დაცვის ყველა საშუალება არ გამოვიყენეთ, ამ ვირუსის დამაზარალებელ ზეგავლენასთან გამკლავება ძალიან რთული იქნება“, – აღნიშნა გაბუნიამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,955,035 ნახვა
%d bloggers like this: