პოლიტიკა

ანი წითლიძე: დამარცხებულმა ქართულმა ოცნებამ თადარიგი დაიჭირა და გამარჯვებულ ოლქში მანდატი წაგვართვა

Nusagi

იმის გამო, რომ ქართულ ოცნებას არ აქვს უმრაველესობა, ვერ ხერხდება საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა. თუ პოლიტკური შეთანხმება ვერ მოხერხდება, შესაძლოა, ზუგდიდში საკრებულოს ვადამდელი არჩევნები გაიმართოს

,,ზუგდიდის საკრებულო თავმჯდომარეს ვერ ირჩევს რაც ნიშნავს პარალიზებულ საკრებულოს.
პარალიზებული საკრებულო კი ნიშნავს იმას რომ ვერც ზუგდიდის მერი ვერ ახორციელებს სრულყოფილად უფლებამოსილებას”, – ეს განცხადება სოციალურ ქსელში, ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ დაწერა, დსადაც იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ზუგდიდში, წალენჯიხასა და სენაკში, საკრებულოს თავმჯდომარეების არჩევა ვერ ხერხდება. 

წითლიძის განმარტებით, ამ ყველაფრის შემოქმედი ,,ქართული ოცნებაა”, რომელმაც შეძლო და კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში, საკრებულოში არსებული სრული უმრავლესობა ოპოზიციურ პარტიას დააკარგვინა თუმცა, ვერც თავად მოახერხე, სრული უმრავლესობის მიღება, ამიტომაც დღესდღეობით, რამდენიმე მუნიციპალიტეტი საკრებულოს თავმჯდომარის გარეშეა. 

,,რომ გავიგოთ რატომ მოხდა ასე:
პირველი ტურის შედეგებით ნაციონალურ მოძრაობას ჰყავდა 23 დეპუტატი – ანუ სრული უმრავლესობა.
ქართულ ოცნებას 19.
გახარიას – 3.
დამარცხებულმა ქართულმა ოცნებამ თადარიგი დაიჭირა და მირანდა მესხის წყალობით ერთ გამარჯვებულ ოლქში მანდატი წაგვართვა. ქართულმა ოცნებამ იცოდა რომ ეს წართმეული მანდატი მას არ ჰყოფნიდა უმრავლესობისთვის მაგრამ ჩვენ გვაკარგვინებდა უმრავლესობას.
საბოლოოდ მივიღეთ ის რომ ჩვენ ერთი მანდატი გვაკლია სრული უმრავლესობისთვის ანუ თავმჯდომარის ასარჩევად.
ქართულ ოცნებას -3
ეს პოლიტიკური კრიზისი საკრებულოში აისახება თითოეული ზუგდიდელის ცხოვრებაზე და ყოველდღიურობაზე.
ამ კრიზისის შემქმნელი არის ქართული ოცნება რომელმაც გამარჯვებულ ოლქში საოლქოს წყალობით მანდატი წაართვა ზუგდიდელებს”, – წერს წითლიძე. 

რეალურად, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის გარეშე, ფუნქციონირებას ვერ შეძლებენ ახლად არჩეული მერები, რაც შესაბამისი მუნიციპალიტეტის ან ქალაქის პარალიზებას იწვევს. 

წითლიძე ხვალიდან ზუგდიდში აქციებს აანონსებს და ქალაქის მერს მიმართავს, რომ მას მოსვენება და მშვიდად მუშაობის საშუალება არ ექნება. 

,,ამიტომ “არჩეულმა მერმა” უნდა იცოდეს რომ ის მშვიდად ვერ დაჯდება კაბინეტში.
ხვალ 11:00 სთზე ვიკრიბებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ზუგდიდში და შემდეგ 11:30 გადავინაცვლებთ ზუგდიდის გამგეობასთან.
გელოდებით ყველას!”, – წერს წითლიძე. 

ცნობისთვის, საკრებულოს თავმჯდომარის ორჯერ ვერ არჩევის შემთხვევაში, საკრებულოს შემადგენლობა იშლება და ახალი არჩევნები ინიშნება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,186,819 ნახვა
%d bloggers like this: