პოლიტიკა

ნიკა გვარამიამ და უკრაინელმა ადვოკატმა რომ თქვეს არაადეკვატურიაო, მეთქი რას იგონებენ, ბოლო დღეებში მეც შევამჩნიე

Nusagi

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნელ-ნელა უფრო უარესდება.

„უკეთესობისკენ არა, ნელ-ნელა უფრო უარესდება. ისტორია აქვს ამას უკვე. პირველად ნიკა გვარამია გამოვიდა და თქვა, რაღაც არაადეკვატურიაო და მე ვიფიქრე, რას იგონებს, მერე უკრაინელი ადვოკატი, მეთქი რას იგონებენ, რადგან მეც მყავდა ნანახი. დღეს მეუფე ნიკოლოზმა იგივე გაიმეორა, და ეს უკვე ბოლო დღეებში რაც შევამჩნიე. ჩემი აზრით, პირველ დღეებში გაუმჯობესება იყო, მაგრამ ბოლო რამდენიმე დღეა, ამ გაუმჯობესებას მე ვერ ვხედავ.

უფრო სუსტად არის, ურჩევნია, იწვეს და ისეთი ვეღარ არის, როგორიც იყო. ეს არ იყო დაღლა, ეს უფრო მედიკამენტოზურია. მერე ითქვა კიდეც, რომ მას დანიშნული ჰქონდა რაღაც პრეპარატი, რომელიც ფსიქიკურად დაავადებულებს ენიშნებათ. აქ დაუნიშნეს, მაგრამ პირველად იყო მცირე დოზით, როგორც მოვისმინე, 25 მილიგრამი, შემდეგ ნელ-ნელა გაიზარდა. როცა პროცესი ახლოვდებოდა, სადღაც შაბათს ორი ექიმი იყო მოსული, გაოგნებული დარჩნენ, რადგან დოზა ავიდა 200-ზე და შემდეგ დღეს უკვე უნდა ყოფილიყო 400. ნიკოლოზ ყიფშიძემ და ოთარ თოიძემ აღარ იცოდნენ, რა ექნათ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

გიული ალასანიას განმარტებით, აღნიშნული წამალი მიხეილ სააკაშვილს თითქოსდა დაენიშნა ძილის მოსაწესრიგებლად, თუმცა სასამართლო პროცესის მოახლოების პარალელურად დოზების გაზრდამ მისთვის სხვა შთაბეჭდილება დატოვა.

„ვხედავ, სულ უნდა, რომ იწვეს. ჰოლანდიაში დაენიშნა პოსტკოვიდური წამლები, რასაც მთელი მსოფლიო სვამს. არაფერი ცუდი შედეგი მე იქ არ მინახავს, რადგან ჩავდიოდი და სულ კარგად ფუნქციონირებდა, კარგად იყო“, – განაცხადა გიული ალასანიამ, რომელმაც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,690 ნახვა
%d bloggers like this: