ხელოვნება და კულტურა

„საბათმავლები ცალკე მაფიად ჩამოყალიბდნენ, ამ უნიჭოებს პრეტენზია აქვთ თანამედროვე მწერლობის კონტროლზე“

Nusagi

ჟურნალისტი მაჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ლიტერატურული პრემია „საბას“ დამფუძნებლებს უნიჭო ნეობოლშევიკებად მოიხსენიებს, რომლებიც გასაქანს არავის აძლევენ, თუ მათ შეხედულებებს არ იზიარებს.

მანჩო გიორგობიანი ეთანხმება პუბლიცისტ ზურაბ ოდილავაძის შეფასებას და აცხადებს, რომ ცალკე მსჯელობის საგანი უნდა გახდეს, რატომ დაიდო ნულოვანი შედეგი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობიდან, რომელზეც სახელმწიფომ მილიონები დახარჯა.

“საბათმავლები” ჩამოყალიბდნენ ცალკე მაფიად. ამ უნიჭოებს პრეტენზია აქვთ თანამედროვე მწერლობის კონტროლზე, ვინც მათ ქვეშ არ ექცევა, ის მტერია და უნდა განიდევნოს, წითელი ინტელიგენციის შთამომავლობა თუ ვინმეა ამ ქვეყანაში, სწორედ ეს ნეო-ბოლშევიკები, რომლებიც გასაქანს არავის აძლევენ , თუ მათი “სპრუტის” საცეცი არ არის…

ვინმემ გადმოიღოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 16 თუ 18 მილიონის ხარჯთაღრიცხვა და გამოამზეურონ რომელ დაჯგუფებაზე გაიხერხა მილიონები ?! შედეგი რომ ნოლი დაიდო, ეს ცალკე მსჯელობის საგანი უნდა გახდეს…და მერე კიდევ იტყვიან, კულტურის სამინისტრო არ ჩაგვერიოსო?!.“,-წერს მანჩო გიორგობიანი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,500 ნახვა
%d bloggers like this: