სამართალი

ხაზარაძე პროკურორს: თვალებს ნუ მიქაჩავ

Nusagi

ნუ მაწვები მეთქი, ვერ შემაშინებ, როგორ გითხრა სხვანაირად ტო!,-ასე მიმართა „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პროკურორს სასამართლო სხდომაზე, სადაც ის  ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე იკითხება.

ხაზარაძემ მოსამართლეს მიმართა და თხოვა, პროკურორს მანერები შეაცვლევინოს.

„ბატონო მოსამართლე, ეს რა მანერებია, პროკურორი რომ ასე გელეპარაკება, ამიხსენით რა. რატომ მელაპარაკება პროკურორი ძველბიჭურად? აბა რას შვრება, შეხედეთ!.“,-განაცხადა მან

პროკურორმა კი აღნიშნა, რომ მის შეკითხვებში არ ყოფილა მსგავსი ინტონაცია.

„სწორედ ის საუბრობს ძველბიჭურად, მე ვცდილობ, გადავფარო მისი ყვირილი. ვფიქრობ, მან სასამართლო წესრიგი დაარღვია, ვინაიდან ბრალდების მხარეს ასეთი ჟესტიკულაციით და ფორმულირებით მოგვმართა“,-განაცხადა პროკურორმა, რაზეც ხაზარაძემ უპასუხა, რომ ეს იყო თავად მისი ჟესტიკულაციის გამეორება.

„ეს იყო თქვენი ჟესტიკულაციის გამეორება, რომლითაც დაგანახეთ, როგორ იქცევით თქვენ“,-განაცხადა ხაზარაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,583 ნახვა
%d bloggers like this: