მედიცინა

2013 წლის ინტერვიუ ფსიქოლოგ გივი მერაბიშვილთან: რა არის „მიშიზმი“

Nusagi

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან და პატიმრობასთან დაკავშირებით, ექსპრეზიდენტის მომხრეებში ვნებათაღელვა დღეს განსაკუთრებით მომატებულია. მათი მისამართით ოპონენტების მხრიდან ხშირად ისმის ისეთი შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, როგორიცაა „ბელადომანები, სექტანტები“ და ა.შ. ვფიქრობთ, მკითხველისთვის უფრო საინტერესო იქნება ფსიქოლოგის მოსაზრებები, რომელიც ჯერ კიდევ 2013 წელს, გაზეთ ქრონიკაში გამოქვეყნდა.

რა არის ,,მიშიზმი“ – დაავადება თუ ფსიქიკური მდგომარეობა?- ამ სათაურით 2013 წელს გაზეთმა ,,ქრონიკამ“ და სააგენტო „ნიუპოსტმა“ გამოაქვეყნა ფსიქოლოგ გივი მერაბიშვილთან ინტერვიუ.

ფსქოლოგი ამბობს, რომ ეს ისეთივე მდგომარეობაა, როგორიც ,,სტალინიზმი“, ,,ზვიადისტობა“ და ა.შ. ფსიქოლოგი რჩევასაც აძლევს მათ, ვისაც ,,მიშიზმის“ მიმდევრებთან შეხება უწევთ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე- ,,რას ურჩევდით საზოგადოებას, როგორ უნდა მოექცნენ ,,მიშისტებს“, რომ რამე შარში არ გაეხვნენ?“ მერაბიშვილი რჩევას იძლევა:

,,მათ, უპირველესად, პოლიტიკაზე არ უნდა დაუწყონ ლაპარაკი, აუგად არ უნდა მოიხსენიონ სააკაშვილი, მისი მომხრე პოლიტიკოსები, ის 9 წლიანი პერიოდი როცა ის მართავდა ქვეყანას… ეს სავარაუდოდ აგრესიულს გახდით მათ. გასწრებაზე მიგიდგებათ საქმე,თუ სადმე გადაეყრებით ამგვარ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, მიშა საერთოდ არ ახსენოთ,უბრალოდ გაერიდეთ, წადით“.

ფსიქოლოგი ურჩევს ,,ანტიმიშისტებს“, რომ სჯობს ექსპრეზიდენტის ქება-დიდებაში აჰყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაზარალდებიან. ფსიქოლოგი ამბობს, რომ თუ მიშაზე აუგს ვინმე იტყვის, ,,მიშისტები“ მას არ დაინდობენ.

ჟურნალისტის კითხვა: ,,დიდი მადლობა გაფრთხილებისთვის, ბ-ნო გივი,, აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს რჩევას, საკუთარ თავს ხომ რა შეიძლება დაუშავონ რამე?“

გივი მერაბიშვილი: ,,არა მგონია მომავალში სუიციდის შემთხვევას ჰქონდეს ადგილი ,,მიშიზმის“ ნიადაგზე, თუმცა დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ,,მიშიზმის“ ნიადაგზე გამოწვეული დეპრესია, თავის მხრივ, გამოიწვევს მუდმივ უხასიათობას , შიშებს , შრომისუნრიანობის დაქვეითებას, ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევას და სხვა მოვლენებს.“- ამბობს ფსიქოლოგი.

შეკითხვაზე, ,,ამგვარი ადამიანები“ ხომ არ დაიწყებენ მიშას და მისი ნათესავების დაბადების დღეების აღნიშვნას, ფსიქოლოგი პასუხობს, რომ ამგვარი ახირებები მათ ნამდვილად ახასიათებთ, შესაძლოა მათ არ დაავიწყდეთ ვარდების რევოლუციის წლისთავის აღნიშვნა. მერაბიშვილის თქმით, ისინი ყველა იმ თარიღს აღნიშნავენ, რომელსაც ,,მათი აზრით, მიშაც იზეიმებდა“. საშველი, როგორც ფსიქოლოგი ამბობს, სააკაშვილის პრეზიდენტად დაბრუნებაა.

p.s. როგორც სტატიას აწერია, ინტერვიუ ,,ნახევრად ხუმრობით“ არის ჩაწერილი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,187,035 ნახვა
%d bloggers like this: