საზოგადოება

გაფილტრული ადამიანების სიაა, რომ უხერხულობა არ შევუქმნათ, მაგალითად, მე არ ვიქნები

Nusagi

ჟურნალისტი ნანუკა ჟოღჯოლიანი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან „გაფილტრული ადამიანების“ სიით მივლენ, რათა ზურაბიშვილი ამ ხალხს შეხვდეს და დაელაპარაკოს სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით.

ჟორჟოლიანის თქმთ, უხერხულობა რაომ გამოირიცხოს, სალომე ზურაბიშვილთან შესახვედრად სააკაშვილთან მკვეთრად აფილირებული ადამიანები არ შევლენ, ისეთები, როგორც თვითონ ჟოროლიანია.

“აქციას ატარებს ყველა, ვინც ფიქრობს, რომ მიშა თავისუფალი უნდა იყოს. მათ  შორის ისინიც, ვინც სულაც არ ფიქრობს, რომ მიშა უდანაშაულოა, მაგრამ პოლიტიკურ პატიმრად თვლიან. ვინც თვლის, რომ თავისუფლება მიშას დააყენოს მარტო იმიტომ, რომ პოლიტიკური მშვიდობა დადგეს ამ ქვეყანაში, რაც მიშას თავისუფლების გარეშე უბრალოდ ვერ დადგება. შესაბამისად ჩვენ ვთვლით, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამ ადამიანებს უნდა მოუსმინოს.

რატომ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენცია? – იმიტომ, რომ ეს სამართლებრივი ბერკეტი მას აქვს. ამიტომ, ჩვენ მას ვეუბნებით, რომ მას აქვს შანსი ამ ქვეყნის ისტორიაში შევიდეს მნიშვნელოვანი სტატუსით. თუ პრეზიდენტი მოახერხებს ერთმანეთთან რადიკალურად დაპირისპირებული ჯგუფების შერიგებას, ამაზე დიდი მისია რა შეიძლება ჰქონდეს ქვეყნის პირველ პირს?!

ჩვენი მთავარი მოთხოვნა იქნება, რომ სალომე ზურაბიშვილი შეხვდეს ამ ადამიანებს, მათ შორის მწერლებს, პოეტებს… გაფილტრული ადამიანების სიაა, რომ უხერხულობა არ შევუქმნათ. მაგალითად, მე არ ვიქნები. მიშასთან მკვეთრად აფილირებული ადამიანები არ იქნებიან, რომ ბარიერი არ შეექმნას ზურაბიშვილს”, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,670 ნახვა
%d bloggers like this: