პოლიტიკა

საკუთარი ექიმის წამლის მიღება თუ წამება გგონიათ, ჰკითხეთ მეგის ქარდავას და აგიხსნით, რა არის წამება

Nusagi

საკუთარი ექიმების წამლების მიღება თუ ვინმეს წამება ჰგონია, ჰკითხეთ თქვენ ლიდერ მეგის ქარდავას და აგიხსნით – რა არის წამება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრისას განაცხადა.

“ადამიანურად არავის დაკავება არაა სასიამოვნო, მაგრამ როდესაც შენ გაქვს დანაშაული ჩადენილი, როდესაც შექმენი ის მმართველობა, ის სისხლიანი ბოროტება, რომელიც იყო უმძიმესი ჩვენი ქვეყნის მოსალხეობისთვის, ამაზე დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს რა თქმა უნდა, ჩვენ თუ გვინდა ვიცხოვროთ და ავაშენოთ სამართლებრივი სახელმწიფო განურჩევლად თანამდებობისა, ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი.

მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საქმეებზეა გასამართლებული და იხდის სასჯელს. შესაბამისად, სააკაშვილი არის დამნაშავე და ის იხდის სასჯელს. საკუთარი ექიმების დანიშნული წამლების მიღება თუ ვინმეს წამება ჰგონია, ჰკითხეთ თქვენს ლიდერს მეგის ქარდავას, ზედმიწევნით აგიხსნით და გაჩვენებთ, რა იყო წამება. გვერდით რომ გიზით გოგა ონიანი, მაგას ჰკითხეთ წამება როგორი იყო და როგორ აწამებდნენ ადამიანებს. თქვენ ხართ კოლექტიური მეგის ქარდავები, ეს არის სამწუხარო რეალობა”, – განაცხადა კახა კალაძემ საკრებულოში, დედაქალაქის მთავრობის დამტკიცების დროს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,500 ნახვა
%d bloggers like this: