განათლება

სახელმძღვანელოს აკლია მითითება, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო ავტორიტარული რეჟიმი

Nusagi

ჩვენ ვიხილეთ სიცრუის ტირაჟირების მცდელობა „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომლებიც გვხვდება კონკრეტულ სასკოლო სახელმძღვანელოში. საქმე გვაქვს მარტივი ფაქტების კონსტატაციასთან, რაც არის ლაკონურად და მოკრძალებულად ციტირებული, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ამ სახელმძღვანელოს ნამდვილად აკლია მითითება, რომ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, 9 წლის განმავლობაში საქართველოში იყო ჩამოყალიბებული უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, რომლის შედეგიც იყო ადამიანის უფლებათა სისტემური ხელყოფდა, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი და ა.შ. ვფიქრობ, მომავალში ეს ყველაფერი სახელმძღვანელოში არის შესატანი, ასევე აკლია მითითება, რომ სააკაშვილი არის კრიმინალი პრეზიდენტი, რომლის დანაშაულიც აღიარებული იქნება ქართული მართლმსაჯულების მიერ. ვფიქრობ, ასეთი ჩანაწერები სახელმძღვანელოს აუცილებლად უნდა დაემატოს, ეს იქნება ფაქტების კონსტატაცია.

ის ადამიანები, რომლებიც ჩადიოდნენ უამრავ დანაშაულს მათ შორის კორუფციის და ყაჩაღობის კუთხით, ვფიქრობ, 3 მილიარდზე მეტიც აქვთ მთლიანობაში მიტაცებული, აგებენ პროპაგანდას იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც 3 მილიარდი დოლარი თავისი ფული აქვს დახარჯული მხოლოდ ქველმოქმედებაში. ეს არის მორიგი მცდელობა, რომ სიმართლე თავდაყირა დააყენონ, მაგრამ საზოგადოება ხედავს ყველაფერს და ამის მიხედვით მიიღებენ პასუხს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარტია „დროა” მე- 9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვს. მათი განმარტებით, სახელმძღვანელო, რომელსაც განათლების სამინისტროსგან გრიფი აქვს მინიჭებული, პროპაგანდისტულია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,197,423 ნახვა
%d bloggers like this: