პოლიტიკა

საჯარო რეესტრმა „ალტ ინფოს“ პოლიტიკური პარტია დაარეგისტრირა

Nusagi

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ „ალტ ინფოს“ მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა დაარეგისტრირა.პარტიის თავმჯდომარე ზურაბ მახარაძეა, ხოლო გენერალური მდივანი გიორგი ქარდავა.

პარტოა 20 ნოემბერს დაფუძნდა „ალტ ინფოს“ წევრების მიერ. დამფუძნებელ ყრილობაზე თავმჯდომარედ ზურაბ მახარაძე აირჩიეს, ხოლო პოლიტსაბჭოს წევრებად ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგი ქარდავა და ვასილ გვილია.

მახარაძის განცხადებით, „კონსერვატიული მოძრაობის“ ამოცანაა, საქართველოში ლიბერალური დემოკრატიის ნაცვლად, ქრისტიანული დემოკრატია დაამყაროს. მან მთავარ პრობლემებად უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და დემოგრაფია დაასახელა, მათი გადაჭრის გზად კი „რუსეთთან ურთიერთობის დალაგება“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,196,728 ნახვა
%d bloggers like this: