პოლიტიკა

სოზარ სუბარი: სააკაშვილის შეთავაზება მიღებულია, დოდო აფრასიძის და სხვების ნომერს მივაწოდებ, პატიება თხოვოს

Nusagi

შეთავაზება მიღებულია, დოდო აფრასიძის ნომერს მივაწოდებ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თავად აღიარა, რომ ოჯახის განადგურების ბრძანება გასცა. მას შეხვდეს, დაელაპარაკოს, ბოდიში მოუხადოს და პატიება მიიღოს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებასე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, სააკაშვილმა ჯერ სასჯელი უნდა მოიხადოს და შერიგებაზე შემდეგ ილაპარაკოს.

„მას ყველა იმ ოჯახების ნომრებს მივაწოდებ, რომელთა ოჯახის წევრები მისი ბრძანებით ქუჩაში მოკლეს, იყვნენ ციხეში ნაწამები, გაუპატიურებული. მათ ბოდიში მოუხადოს და პატიება მიიღოს. სასჯელი მოიხადოს და შემდეგ ვილაპარაკოთ შერიგებაზე. „ნაციონალური მოძრაობა“ კი, დაელოდოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. მიხეილ სააკაშვილს ასეულობით ოჯახს ჩამოვუთვლი, რომელთა ოჯახის წევრები მისი პირადი ბრძანებით მოკლეს. აფრასიძეებს იმიტომ ვახსენებ, რომ პირადად აღიარა, რომ ოჯახის განადგურების ბრძანება გასცა. გამოსავალი ძალიან მარტივია – ვინც პარლამენტში შემოვიდა, იმუშაოს ქვეყნის უკეთესს მომავალზე, ევროინტეგრაციაზე, ეკონომიკაზე და ა.შ. საკრებულოებში 30 პროცენტი ოპოზიციის არის, მივიდნენ და დესტრუქციით ნუ იქნებიან დაკავებული.

სასჯელი უნდა აღსრულდეს, როცა სასამართლოს მიერ არის გამოტანილი. ეს არის ნორმალური ვითარება, ამის გარეშე არც ერთი ქვეყანა არ განვითარებულა და ვერც განვითარდება. როცა პროცესების ქუჩაში გადატანა უნდათ, ამით პოლარიზაციის შემცირება და შერიგება არ ხდება. რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი უნდა შეწყვიტონ, აღიარონ, რომ არჩევნები წააგეს უკვე მერვეჯერ. თუ ასე გააგრძელებენ, შანსი მეცხრე არჩევნებზეც არ ექნებათ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,500 ნახვა
%d bloggers like this: