ჯანდაცვა

ამირან გამყრელიძე: ორსულების ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

Nusagi

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ორსულების ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებს და ორსულ ქალებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ამირან გამყრელიძემ „ქრონიკაში“ „ომიკრონზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება.

„როდესაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ახალი შტამი გამოჩნდა, ყოველდღიურად 2 ათასი შემთხვევა იყო, ახლა კი ყოველდღიურად 20 ათასი შემთხვევაა. ეს შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება. ვიცით, რომ ამ ეტაპზე ახალი შტამი, „ომიკრონი“ კლინიკურად მსუბუქად მიმდინარეობს და არ ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორც კლასიკურ და შემდგომ მუტირებულ შტამებს – სუნისა და ყნოსვის დაკარგვა, ის ძირითადად მიმდინარეობს სურდოს სიმპტომებით, მაგრამ აქვს მაღალი რეინფიცირების რისკი. ორსულ ქალბატონებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ – გრიპისა და კოვიდის ვაქცინით მათი აცრა არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,666 ნახვა
%d bloggers like this: