პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: პარლამენტში შეგვაქვს კანონპროექტი, რომ ციხიდან გამოუშვან ის ადამიანები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე იქ უკანონოდ სხედან

Nusagi

საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „გირჩი“ კანონპროექტი მოამზადა, რომელთან დაკავშირებითაც ჯგუფის თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ ბრიფინგი გამართა.

მისი თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილია ე.წ. ბირჟა მაფიას საქმე, სადაც დადასტურდა სამართალდამცველთა მიერ ნარკოტიკული ნივთიერების „ჩადების“ ფაქტი.

„ეს საქმე გასაჩივრდა საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც უნდა დადგენილიყო სტანდარტი, თუ რა არის მტკიცებულების მისაღები ფორმა, რითაც მტკიცებულება საქმეზე უნდა დამაგრდეს და მის შესაბამისად ადამიანს  შეეფარდოს გარკვეული ტიპის სასჯელი. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ არ შეიძლება მტკიცებულებად ჩაითვალოს ისეთი ჩხრეკა და შესაბამისად ამოღება, სადაც  ინფორმაცია მოწოდებულია კონფიდენტის ნალაპარაკების საფუძველზე  და ამასთან  ჩხრეკასა და ამოღებას ესწრება მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები და პოლიციამ არ მიიღო არცერთი სხვა ზომა იმისათვის, რომ მტკიცებულება ყოფილიყო სხვანაირად გამყარებული“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,187,035 ნახვა
%d bloggers like this: