უცხოური მედია

მიჩიგანში ბრალი წარუდგინეს მშობლებს, რომელთა შვილმაც სკოლაში სროლა ატეხა

Nusagi

აშშ-ში, მიჩიგანის შტატის ქალაქ ოქსფორში 15 წლის მოზარდმა ითან კრამბლიმ თანაკლასელებს ცეცხლი გაუხსნა, შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ნოემბერში მოხდა, მოზარდი დაკავებულია, ბრალი მის მშობლებსაც წარუდგინეს.

სკოლებში ატეხილი სროლა და მასობრივი მკვლელობა აშშ-ში იშვიათობა არ არის, მაგრამ გულგრილობის გამო მშობლების პასუხისგებაში მიცემა საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა. 

თავდასხმამდე 2 დღით ადრე ითანმა დახატა პისტოლეტი, ტყვია და მსხვერპლი, რომელსაც სისხლი სდიოდა. ნახატი შეუმჩნეველი არ დარჩა სკოლის ხელმძღვანელობას. მათ ითანის მშობლები დაიბარეს და თხოვეს, ყურადღება მიექციათ მოზარდის ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის, თუმცა ისინი საპირისპიროდ მოიქცნენ და ბიჭს იარაღი უყიდეს. თავდასხმის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე მათ ქალაქი დატოვეს და ამჟამად მალვაში იმყოფებიან.

თავდასხმის დღეს მოზარდმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გაეჩერებინათ, რადგან თავად არ შეეძლო გამკლავებოდა. თუმცა პოლიციელი, რომელიც იმ დღეს სკოლაში მორიგეობდა, მხოლოდ გასაუბრებით შემოიფარგლა. გამოძიებას მიაჩნია, რომ გარკვეულწილად სამართალდამცველიც დამნაშავეა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ უფლება ჰქონდა, უნდა მოეხდინა ზურგჩანთის ჩხრეკა. 

სისხლის სამართლის საქმეების ადვოკატი მაიკლ კელი აცხადებს, რომ მშობლებს შეეძლოთ ტრაგედიის თავიდან აცილება. თუმცა გარკვეული პასუხისმგებლობაც სკოლასაც ეკისრება.

„დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ მიჩიგანის სკოლები გაითვალისწინებენ ამ მაგალითს და შეეცდებიან, უფრო ქმედითი ღონისძიებები გაატარონ მსგავსი სიგნალების შემთხვევაში“,-განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.  

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,187,083 ნახვა
%d bloggers like this: