პოლიტიკა

3 მილიარდის ქურდები აპროტესტებენ ბიძინა ივანიშვილის მეცენატად და ქველმოქმედად მოხსენიებას

Nusagi

ოპოზიციის მხრიდან ხმაური გამოიწვია მეცხრე კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფიის შეტანამ. „ქართული ოცნების თავმჯდომარე“, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მეცენატობას აპროტესტებენ ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე ქვეყნის ბიუჯეტიდან მილიარდები მოიპარეს.

„3 მილიარდის ქურდები უარყოფითად აფასებენ ბიძინა ივანიშვილის მეცენატად და ქველმოქმედად მოხსენიებას, იმ ადამიანისა, რომელსაც 3 მილიარდი ქველმოქმედებაში აქვს საქართველოში დახარჯული. ეს არის მორიგი მცდელობა რომ სინამდვილე სრულად ამოატრიალონ. ამას ვერ შეძლებენ, ვინაიდან საზოგადოებამ იცის ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების მასშტაბების შესახებ. უამრავ სფეროში, მათ შორის განათლების სფეროში არის არაერთი სერიოზული საქველმოქმედო ინვესტიცია განხორციელებული, ეკლესიების მშენებლობა-აღდგენა, თეატრები, მუზეუმები. როდესაც ასეთ დროს შენ სიტყვა „მეცენატს“ და „ქველმოქმედს“ ეჭვქვეშ აყენებ, ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად სიცრუეზეა აგებული ეს პოლიტიკური ძალა თავისი ტელევიზიებითა და სიცრუის პროპაგანდით“, – აცხადებს მმართველი გუნდის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, ზოგიერთი ოპოზიციური პარტია მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვს. მათი განმარტებით, სახელმძღვანელო პროპაგანდისტულია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,670 ნახვა
%d bloggers like this: