საზოგადოება

„ასეთი ჩემი შვილი მე არ მახსოვს, აშკარად გონი არ აქვს ადამიანს“ – გიული ალასანია

Nusagi

მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი შვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტი სუსტადაა და რეაბილიტაცია ესაჭიროება. 

„იგივე მდგომარეობა აქვს, ხან ზის ხან წევს, სუსტად გრძნობს თავს, მაგრამ მიზეზი რა არის ამისი არ ვიცი. აქვს ხალხის აქტიურობის იმედი. კარგად რომ არ არის მე ვხედავ და გონი არ აქვს ადამიანს აშკარად, ასეთი ჩემი შვილი მე არ მახსოვს.

მე როცა ვნახულობ ხოლმე რაღაცებს წერს, მუშაობს, პრაქტიკულად საუბარი არ გამოგვდის. წინადადებებს ამბობს ხოლმე უცებ, რაღაცას მეტყვის, მკითხავს. ჯერჯერობით მას თუ სადმე გადაიყვანენ ეს უნდა მოხდეს სადმე ნორმალურ კლინიკაში. ვხედავ, რომ სჭირდება სერიოზული რეაბილიტაცია. შეიძლება არ ჰყოფნით ჩვენს ექიმებს 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ მკურნალობის გამოცდილება.

აქ უნდა რომ იყოს და მოიკლას თავი ამ ქვეყნისთვის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე მას რეაბილიტაციისთვის სხვა ქვეყანაში გადაყვანა სჭირდება“, – განაცხადა გიული ალასანიამ. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,186,982 ნახვა
%d bloggers like this: