უცხოური მედია

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ AstraZeneca-ს ანტისხეულების კოქტეილის გამოყენება დაუშვა

Nusagi

  3.4998 

Imedinews Facebook
Imedinews Twitter
Imedinews Youtube

COVID19imedi  /  09 დეკემბერი 2021, 11:17 / სანდო წყარო

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ AstraZeneca-ს ანტისხეულების კოქტეილის გამოყენება დაუშვა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDAAstraZeneca-ს ანტისხეულების კოქტეილის გამოყენება დაუშვა.

AstraZeneca-ს ანტისხეულების კოქტეილის დანიშნულება კოვიდინფიცირების პრევენციაა სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებში ან იმ პირებში, ვისაც კორონავირუსის ვაქცინებისგან მძიმე გვერდითი მოვლენების ანამნეზი აქვთ.

ანტისხეულების კოქტეილი (Evusheld) ნებადართულია მხოლოდ ზრდასრულებისა და მოზარდებისთვის, რომლებიც ამჟამად ინფიცირებულნი არ არიან და ბოლო პერიოდში ინფიცირებულ პირთან კონტაქტში არ იმყოფებოდნენ.

ნოემბერში, AstraZeneca-მ Evusheld-ის 700 000 დოზის მიწოდებაზე აშშ-ის მთავრობასთან შეთანხმებას მიაღწია. კვლევების შედეგების თანახმად, პრეპარატი 77%-ით ამცირებს კორონავირუსის სიმპტომების განვითარების რისკს.

ანტისხეულების კოქტეილი Evusheld-ი ლაბორატორიაში წარმოებულ ანტისხეულებს შეიცავს, რომელიც ორგანიზმში თვეების განმავლობაში რჩება, რათა ინფექციის შემთხვევაში ვირუსი შეაკავოს.

FDA-ის პრეპარატების შეფასებისა და კვლევის ცენტრის დირექტორმა, პატრიცია კავაძონიმ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინები ამჟამად კორონავირუსისგან საუკეთესო დაცვას უზრუნველყოფს, დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ზოგიერთ პირს ან მათ, ვისაც ვაქცინაზე მძიმე გვერდითი რეაქციის ანამნეზი აქვთ, პრევენციის ალტერნატიული ვარიანტი სჭირდებათ.

FDA-ში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აღნიშნული პრეპარატი არ არის ვაქცინაციის შემცვლელი იმ პირებისთვის, ვისთვისაც ვაქცინაცია რეკომენდებულია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,790 ნახვა
%d bloggers like this: