საზოგადოება

„დავიღალე ყველა დღე სასამართლოებით, გულგრილად ნუ უყურებთ მასობრივ სასამართლო ისტერიებს, უნდა გავაპროტესტოთ“ – დავით აქუბარდია

Nusagi

„ნაცმოძრაობას“ პოლიტიკოსები ქმნიდა, აქ ხელისუფლებაში პოლიტიკოსები არ არიან“, – ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში  ტელეწამყვანმა დავით აქუბარდიამ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველ პარტიას არც მოლაპარაკება და არც კომპრომისი არ უნდა. 

ამასთან, აქუბარდია ამბობს, რომ  მასობრივი სასამართლო პროცესები უნდა გავაპროტესტოთ.

„. დავიღალე ყველა დღე სასამართლოებით. ნიკა გვარამიას და პაატა სალიას 2 საათი ვუსმენდი, სულ მეცინებოდა არც ერთი იყო „ვენეციელი“ და არც მეორე „ეგვიპტელი მამლუქი“. აპირისპირებენ ყველას ერთმანეთს, არ შეიძლება ასეთი ესკალაცია. ვერ გაიგებ რომელ დღეს რა სასამართლოებია. დღეს მოვისმინე ვატო წერეთლის განცხადება საკუთარ მამაზე და შემეცოდა, კაცი სამკურნალოა და არ უშვებენ, გამაოგნებელი ცინიზმი არის. 

პირდაპირ ჩანს, ესენი არ გაჩერდებიან. მმართველ პარტიას არ უნდა, არც მოლაპარაკება და არც კომპრომისი, ისინი პირდაპირ განადგურებაზე მიდიან. არ შეიძლება მთელ ერს დაუპირისპირდე. გულგრილად ნუ უყურებთ მასობრივ სასამართლო ისტერიებს, უნდა გავაპროტესტოთ ეს ყველას ვალია“, – განაცხადა დავით აქუბარდიამ. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,187,035 ნახვა
%d bloggers like this: