საზოგადოება

„ისეთივე ვითარებაა, როცა ზვიად გამსახურდიას სამშობლოში დაბრუნება რაზმაძის პროკურატურამ კრიმინალად შეაფასა“ – ადვოკატი სააკაშვილის საქმეზე

Nusagi

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, ყოფილი მთავარსარდლის ქვეყანაში დაბრუნება პოლიტიკურ-ჰეროიკული აქტია და დანაშაულად ვერ შეირაცხება.

მისი თქმით, ახლა ისეთივე პოლიტიკური ვითარებაა, როგორიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, საქართველოში დაბრუნების შემდეგ იყო.

„მას ჩამოართვეს ზარების განხორციელების უფლება, არადა, ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიება შეფარდებული არ აქვს. ყალბი ინფორმაციის საფუძველზე უზღუდავენ მას უფლებებს. ამავდროულად, რაც უნდა აღნიშნოს ამ პროცესზე, არის ის, რომ დაერთო მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის ამსახველი ინფორმაცია საქმეს მტკიცებულებად და არ დაკმაყოფილდა პროკურატურის მოთხოვნები გარკვეული მასალების ამორიცხვაზე. 

მკაფიოდ ჩანს, რომ ამ საქმეში მთავარია პოლიტიკური მოტივაცია და პროკურორმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი რომ იყო, ეს მომეტებული საფრთხეაო ანუ პრეზიდენტობას მომეტებულ საფრთხედ აფასებენ პროკურორები. მათ უნდათ რომ ისტორია გადაწერონ და მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნების პოლიტიკურ – ჰეროიკული აქტი დანაშაულებრივ ქმედებად. ასე ვერ მოხდება.

მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომლის პრეზიდენტობის დროსაც ნამდვილად ხდებოდა საზღვრების დაცვა, შეიქმნა საქართველოს სასაზღვრო სისტემა, როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო. ამ საქმეს არავითარი სამართლებრივი პერსპექტივა არ აქვს. ეს არის ისეთივე ვითარება, როცა ზვიად გამსახურდიას სამშობლოში დაბრუნება რაზმაძის პროკურატურამ შეაფასა კრიმინალად და საქმე აღძრა“, – აღნიშნა ბექა ბასილაიამ. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. 

პროცესს ბრალდებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ დაესწრო.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,921 ნახვა
%d bloggers like this: