უცხოური მედია

ოქროს უნიტაზი, გვირგვინი და ათობით სახლი – სტავროპოლში საგზაო ინსპექციის უფროსი დააკავეს 

Nusagi

რუსეთში სტავროპოლის ГИБДД-ს  (საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სახელმწიფო ინსპექციის) უფროსი დააკავეს, რომელსაც ბრალად ედება დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნა და დიდი ოდენობით ქრთამის აღება. ალექსეი საფონოვი და მისი თანამშრომლები სპეციალური სქემის მეშვეობით,  ტვირთის გადამზიდავებს ანაზღაურების სანაცვლოდ აძლევდნენ საშვებს. 

თუმცა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო არა ქრთამის აღების ფაქტმა და ოდენობამ, არამედ პოლკოვნიკის მდიდრულმა სახლმა. 

თითქმის ყველა ოთახი ოქროს დეკორითაა გაფორმებული, მეორე სართულზე ასასვლელ კიბეს ოქროს მოაჯირები აქვს, საძინებელში ანტიკვარული, ოქროთი მოვარაყებული კარადა გვირგვინი და ორი სამეფო ტახტი დგას, თაროებზე გამოფენილია ფაიფურისა და ოქროს მინიატურები. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ტუალეტი, სადაც უნიტაზი, ბიდე, სარკის ჩარჩო და ონკანები ოქროთია დამზადებული. ეზოში, მისამართის მიმანიშნებელ აბრაზე ოქროს ასოებით არის წარწერა გაკეთებული, შესასვლელში კი, ოქროს ლომები დგას.

სოციალურ ქსელში საფონოვის სახლს სტავროპოლის ვერსალი დაარქვეს, ხოლო მის მფლობელს სრული უგემოვნო უწოდეს. 

თავად დაკავებული აცხადებს, რომ სახლი მისი კი არა, მისი მეუღლის საკუთრებაა და ქალს ის ჯერ კიდევ 5 წლის წინ ჰქონდა, როდესაც ისინი შეუღლდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ საფონოვი ქრთამის სახით აღებულ შემოსავალს ძირითადად, უძრავ ქონებაში აბანდებდა. მას რამდენიმე ათეული სახლი ჰქონდა გაფორმებული ოჯახის წევრებზე.  

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,646 ნახვა
%d bloggers like this: