სამართალი

პროკურორი – სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთაში წინა ხელისუფლების ძალოვანი ორგანოს მაღალჩინოსანი ეხმარებოდა

Nusagi

საგამოძიებო ორგანოს მიერ ჩატარებული მოქმედებების შედეგად დეტალურად არის დადგენილი, რომ მიხეილ სააკაშვილს მიერ საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეში, მათ შორის უკრაინის სახელმწიფო ტერიტორიაზე, ეხმარებოდა წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანი ძალოვანი ორგანოდან, – ამის შესახებ საააკშვილის საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.

პროკურორის თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე წარადგენს მტკიცებულებებს და მოითხოვს მათ დასაშვებად ცნობას.

„მიგვაჩნია, რომ მყარად არის წარდგენილი მტკიცებულებები. ფაქტი ერთია, ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი არ შემოსულა ოფიციალურად სახელმწიფო საზღვარზე და ის იმყოფება საქართველოში. რაც შეეხება მეორე საკითხს, საიდან წამოვიდა და რა მიმართულებებით, საგამოძიებო ორგანოს მიერ ჩატარებული მოქმედებების შედეგად დეტალურად არის დადგენილი, მათ შორის უკრაინის სახელმწიფო ტერიტორიაზე ვინ ეხმარებოდა. ეს იყო წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანი ძალოვანი ორგანოდან. ის ეხმარებოდა ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთის საკითხში. შესაბამისად, ბრალდების მხარეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მიაჩნია, სასამართლო დღეს დასაშვებად ცნობს ყველა მტკიცებულებას, რაც შეეხება აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას, გამოძიების მიერ დეტალურად მოგეწოდებათ ინფორმაცია“, – განაცხადა ვეფხვაძემ.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. სასამართლო პროცესს სააკაშვილი არ ესწრება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,615 ნახვა
%d bloggers like this: