საზოგადოება

როდის აინთება თბილისში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები. სადღესასწაულო პერიოდში დაგეგმილი ღონისძიებები დეტალურად

Nusagi

კახა კალაძის განცხადებით, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის და საახალწლო ილუმინაციების ანთება 10 დეკემბერს, საღამოს, 20:00 საათზე იგეგმება. სადღესასწაულო დღეებში ასევე მოეწყობა საახალწლო სოფელი, სადაც სტუმრებს მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები დახვდებათ.

„ვაპირებთ, ხვალ, საღამოს 8 საათზე, მოვაწყოთ ნაძვის ხის ანთების ღონისძიება და ქალაქი საახალწლო ილუმინაციებით გავანათოთ. მინდა, დავპატიჟო ჩვენი ქალაქის მოსახლეობა, რომ ერთად ჩავიფიქროთ სურვილები, ერთად ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე. საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ ნოდარიკო ხუციშვილის ბენდი და ჯგუფი „ნიუტონი“. ასე რომ, პარასკევ საღამოს, ყველას გელით“, – ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, წინა წლებისგან განსხვავებით, წელს, საახალწლო ღონისძიებები მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება.

„გვინდა, 24 დეკემბერს საზეიმოდ გავხსნათ საახალწლო სოფელი და, 14 იანვრის ჩათვლით, ორბელიანის მოედანსა და დედა ენის ბაღში, საახალწლო სოფელი განთავსდება. სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში, ღონისძიებები ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის გაიმართება. ყველა თაობის ადამიანისთვის იქნება შესაბამისი სივრცე, სხვადასხვა ტიპის ღონისძიება. საახალწლო სოფელში განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები და, რაც მთავარია, თოვლის ბაბუის სახლი. აქ ყოველდღიურად გაიმართება საბავშვო აქტივობები, კონცერტები, საბავშვო ვორქშოპები, მსვლელობები, იქნებიან ზღაპრების გმირები, პატარებისა და არა მხოლოდ მათ განწყობას თოვლის ბაბუაც აამაღლებს. საახალწლო სოფელში მოსულ სტუმრებს კინოთეატრიც დახვდებათ, თემატური ფოტოზონები, მრავალი საახალწლო ინსტალაცია, ასევე, იქნება ყინულის დეკორირებული მოედანი. ნამდვილ ყინულის მოედანს ვერ ვაკეთებთ, რადგან ამინდი არ იძლევა ამის შესაძლებლობას. ყოველდღიურად, ორივე ზონაზე, ანსამბლების, ბენდებისა და ესტრადის მომღერლების კონცერტები და ელექტრონული მუსიკის საღამოები გაიმართება, ასევე, იქნება საახალწლო ბაზრობები და იმუშავებს კვების ობიექტები. 7 იანვარს მოეწყობა დიდი საშობაო კონცერტი. 31 დეკემბერს, 1-ლი რესპუბლიკის მოედანზე განთავსებულ გრანდიოზულ, დეკორირებულ სცენაზე, გალა კონცერტი გაიმართება, რომელშიც 300-მდე მონაწილე ჩაერთვება. აღსანიშნავია, რომ ამ პროეტში რამდენიმე ათასი ადამიანი დასაქმდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,186,982 ნახვა
%d bloggers like this: