მედიცინა

საქართველოში კორონავირუსის 3 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Nusagi

საქართველოში კორონავირუსის 3 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 145 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 63 პაციენტი.

ვებგვერდ stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 54 470 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 693, „პისიარ“ ტესტით – 18 777.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,06%, ბოლო 14 დღის – 8,22%, ბოლო შვიდი დღის – 7,91%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 879 368 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 822 108 გამოჯანმრთელდა, 12 582 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 276 478 აცრა, დღიურად აცრილია 10 660.

კარანტინის რეჟიმშია 40, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 286 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 178 პირი.

ამასთან, 8 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 091 პაციენტი, გარდაიცვალა 53.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,545 ნახვა
%d bloggers like this: