პოლიტიკა

მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილთან ძალიან დაახლოებული მინისტრი ტოვებს ხელისუფლების შემადგენლობას

Nusagi

“ქართულმა ოცნებამ” ქვეყნის მართვის რესურსი ამოწურა და მილევის რეჟიმში გადავიდა,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, კოვიდის მართვის პროცესში წარუმატებლობა გუნდში ვინმეს უნდა დაბრალებოდა და “როგორც ჩანს, ერთმანეთის გადაბრალების პროცესი წავიდა”.

“ქვეყანაში, რომელსაც მსოფლიოში კოვიდის მართვასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მონაცემები აქვს, ჯანდაცვის მინისტრი კი არა მთელი მთავრობა განცხადებას უნდა წერდეს და მიდიოდეს. როდესაც მთავრობა ამ პროცესის მართვაში ასეთი წარუმატებელია, ცხადია, შიდა განხეთქილება აუცილებლად შეიქმნებოდა იმიტომ, რომ წარუმატებლობა ვინმეს უნდა დაბრალდეს. როგორც ჩანს, ერთმანეთზე გადაბრალების პროცესი წავიდა. თუ ქალბატონი ტიკარაძის შეხედულებებს ბატონი ღარიბაშვილი არ ითვალისწინებდა, ჩემი აზრით, სწორად მოიქცა, რომ დაწერა განცხადება და წავიდა, მაგრამ ამით ხელისუფლება პასუხისმგებლობას ვერ აუცილებს იმაზე, რაც მოხდა. კოვიდის მართვის პროცესი მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრის პრეროგატივა არ არის. ის კატასტროფული შედეგი, რაც გვაქვს, მთლიანად, მთელი ხელისუფლების დამსახურებაა”,- განაცხადა მან.

მისივე თქმით, მმართველ გუნდში სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის შიდა დაპირისპირება გაიზრდება.

“ჩამოშლის სერიოზული ტალღა იყო გახარიას წასვლა და ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილთან ძალიან დაახლოებული ჯანდაცვის მინისტრი ტოვებს ხელისუფლების შემადგენლობას. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ “ქართულმა ოცნებამ” ქვეყნის მართვის რესურსი ამოწურა და მილევის რეჟიმში გადავიდა. შიდა დაპირისპირება სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის მხოლოდ გაიზრდება”,- განაცხადა სამადაშვილმა.

რაც შეეხება იმას, რომ ტიკარაძე “ქართული ოცნების” პოლიტაბჭოში რჩება, სამადაშვილი ამბობს, რომ “როგორც ჩანს, ივანიშვილისთვის პარტიაში საკუთარი კადრების ყოფნა მნიშვნელოვანია”.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,500 ნახვა
%d bloggers like this: