პოლიტიკა

„გამოვიდეს სააკაშვილი და ჩამოთვალოს მის მიერ ჩადენილ დანაშაულები, ამას როგორც კი იტყვის მაშინვე შევრიგდებით“ – ირაკლი კობახიძე

Nusagi

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შერიგების საკითხის შესახებ ისაუბრა. 

მისი თქმით, ოპოზიციურმა პარტიამ და მათმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა ჩადენილი დანაშაულები უნდა აღიარონ, პოლიტიკაში დარჩენაზე უარი თქვა და ამის შემდეგ შერიგება მოხდება. 

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს არის საჭირო, მაგრამ შერიგებას, მათ შორის პოლიტიკაშიც, აქვს გარკვეული წინაპირობები და მისი წინაპირობა არის ჩადენილი დანაშაულების სინანული და მონანიება. გამოვიდეს მათი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი და ჩამოთვალოს მის მიერ ჩადენილ დანაშაულები, მერე თქვან, რომ ისინი ინანიებენ ამ დანაშაულებს და თქვან, რომ ამ დანაშაულების ჩამდენ პოლიტიკოსსა და პარტიას არ ეკუთვნის პოლიტიკაში დარჩენა. ამას როგორც კი იტყვიან მაშინვე შევრიგდებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,186,982 ნახვა
%d bloggers like this: