პოლიტიკა

ზუსტად 10 წლის წინ, როცა ყველა ნაძვის ხეს რთავდა, მე მოდულის დილეგში გამომამწყვდიეს!

Nusagi

ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„რატომ ემადლიერები ივანიშვილს? შენთვის რა გაუკეთებიაო? ზუსტად 10 წლის წინ,მაშინ როცა ყველა ნაძვის ხეს რთავდა, მე მოდულის დილეგში გამომამწყვდიეს!

– წავალ სამსახურიდან, მაგრამ ბორკილებს ვერ დაგადებთ, ჩემი ბიჭი თქვენი ფანია, რა პასუხი გავცე?

-შეასრულე შენი მოვალეობა, ნუ აალაპარაკებ გიენებს, მე კი როგორც კი გამოვალ შვილთან წამოგყვები…მივუგე გაფითრებულ პოლიციელს და რაც შეიძლება ხმამაღლა, ისე რომ მოდულის შენობის გადაღმა შეკრებილ ჩემს გულშემატკივრებს გაეგოთ, ” გაუმარჯოს საქართველოს ნაცების გარეშე”-ვიყვირე და ბორკილებიანი ხელები მაღლა ავწიე.

გავა სულ რაღაც 10 თვე და მე უკვე სხვა პატიმრებისთვის, რეჟიმის წინააღმდეგ ვიშიმშილებ გლდანის ციხესთან, … პირველი ოთხი ფოტო-ჩემი ცხოვრების ამსახველია,მეორე ოთხი, მოგვიანებით გადაღებული კადრები ფილმიდან, სადაც რეჟისორი მიხსნის რა არის ციხე…..ბედის ირონია.

უცვლელი მხოლოდ ჩემი ძველი ჯინსის კურტკაა,რომელიც თავისუფლების სიმბოლოდ და თილისმად გადამექცა!

სად იყავით მაშინ ე.წ.არასაᲛთავრობოებო, ე.წ.უფლებადამცველებო? სად? სამაგიეროდ ჩემს გვერდᲘთ საქართველოს ნაღდი და უღალატო ნაწილი იდგა! ბედნიერი დღე ყველას, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!მადლიერების გრძნობა კი უზენაესია!“,-წერს ლალი მოროშკინა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,500 ნახვა
%d bloggers like this: