უცხოური მედია

იაპონიაში გამოიგონეს ნიღაბი, რომელსაც კოვიდ19-ის ამოცნობა შეუძლია

Nusagi

იაპონელმა მეცნიერებმა გამოიგონეს ნიღაბი, რომელიც კოვიდ19-ით ინფიცირებულთან კონტაქტზე რეაგირებს. კორონავირუსის მოხვედრისას ნიღაბი ულტრაიისფერი სხივების ქვეშ ნათდება.

ამ მეთოდის შემუშავებისას, მეცნიერებმა მკვდარი ვირუსი დედალი სირაქლემების სხეულში შეიყვანეს. შემდეგ მათი დადებული კვერცხიდან ანტისხეულები გამოყვეს და ფლუორესცენტურ სპრეიში შეიყვანეს. 

გამოგონების ერთ-ერთმა ავტორმა გამოცემა Kyodo News-სთან განაცხადა, რომ ექსპერიმენი 32 ინფიცირებულ ადამიანზე უკვე ჩატარდა. ნიღბები, რომლებიც პაციენტებს ეკეთათ, COVID-19-ის ვირუსის კვალს აჩვენებდა ანტისხეულებიანი სფრეის მიფრქვევისას. მისივე თქმით, გამოჯანმრთელებასთან ერთად, ნათება ქრებოდა. 

ამჟამად კვლევები 150 პაციენტზე ტარდება. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ახალი გამოგონება კოვიდ19-ზე ტესტებს ჩაანაცვლებს. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,646 ნახვა
%d bloggers like this: