კრიმინალი

საბერძნეთში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

Nusagi

ქართველი „კანონიერი ქურდი” ლევან ხავთასი (ლაზარე) საბერძნეთში დააკავეს. ამის შესახებ “ეხო კავკაზა“ იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, 37 წლის ხავთასი ქურდობაში და სახლების ძარცვაშია ეჭვმიტანილი. საბერძნეთის სამართალდამცველების ინფორმაციით, ის დანაშაულებრივ დაჯგუფებას უდგას სათავეში, რომელმაც 2020 წლის შემდეგ ქვეყნის რამდენიმე ნაწილში სერიოზული ძარცვა მოაწყო.

დამნაშავეთა ინფორმატორები დამლაგებლები იყვნენ. ამის შემდეგ კი მათ მოპარული თანხების საზღვარგარეთ „დაცული არხებით“ გატანის სქემა ჰქონდათ შემუშავებული.

ლაზარეს ყალბი საბუთები ჰქონდა. ის დააკავეს ოპერაციის შედეგად, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. პირველად ლევან ხავთასი საბერძნეთში 2016 წელს დააკავეს. მაშინ მას პირობითი სასჯელი მიუსაჯეს. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,187,083 ნახვა
%d bloggers like this: