სამართალი

„უკრაინსკაია პრავდა“- იმ პირების ვინაობა დგინდება, ვინც სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დაეხმარა

Nusagi

უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს ადმინისტრაციული სასჯელი ემუქრება. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის ეროვნულ პოლიციაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ეროვნული პოლიციის მთავარ საგამოძიებო სამმართველოში სისხლის სამართლის წარმოება მიმდინარეობს უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გავლით სააკაშვილის არაკანონიერად გადაყვანის ფაქტზე. აღნიშნული პროცედურის ფარგლებში, იმ პირების ვინაობას ვადგენთ, ვინც პოლიტიკოსს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დაეხმარა. რაც შეეხება თავად სააკაშვილს, უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში, მას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ემუქრება“, – განმარტა წყარომ.

მანამდე უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ანდრეი დემჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის შესაძლო უკანონო კვეთასთან დაკავშირებით სასაზღვრო სამსახურის რამდენიმე თანამდებობის პირს დისციპლინური პასუხისმგებლობა დააკისრა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,790 ნახვა
%d bloggers like this: