პოლიტიკა

„ამას როგორ მოახერხებს სალომე ზურაბიშვილი არ ვიცი, მაგრამ თუ მოახერხებს გამოვალ და ტაშს დავუკრავ“ – ალეკო ელისაშვილი

Nusagi

„სალომე ზურაბიშვილის იდეა არის იდეალური, თუმცა ამას როგორ მოახერხებს  არ ვიცი, თუ მოახერხებ  ტაშს დავუკრავ ნამდვილად“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა  ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით,  სალომე ზურაბიშვილის წინადადება მისაღებია, თუმცა წარმოუდგენელია რა ფორმით უნდა დაიწყოს პროცესი.  

„იდეა და ინიციატივა არის იდეალური რაც ილაპარაკა სალომე ზურაბიშვილმა. ეს სიძულვილი, რაც არის პოლიტიკურ სივრცეში, ეს გავარვარებული ზიზღი ერთმანეთის, ამან დაიწიოს. როგორ მოახერხებს, ცოტა რთული წარმოსადგენია პირადად ჩემთვის და რამდენად წარმატებით მოახერხებს, როდესაც ყველას უნდა ერთმანეთი გვძულდეს ამ ქართულ პოლიტიკაში და ქვეყანაში.

ამას როგორ მოახერხებს სალომე ზურაბიშვილი არ ვიცი, მაგრამ თუ მოახერხებს გამოვალ და ტაშს დავუკრავ ნამდვილად. ვერც კი ვხვდებით როგორ ვნებთ ქვეყანას ამ ზიზღით“, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,187,141 ნახვა
%d bloggers like this: