Uncategorized

ბალტიის ზღვაში ორი გემი ერთმანეთს შეეჯახა

Nusagi

ბალტიის ზღვაში ერთმანეთს ორი სატვირთო გემი შეეჯახა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

შეჯახება დანიის ერთ-ერთ კუნძულსა და შვედეთის სანაპიროს შორის მოხდა. ინფორმაციის მიღების შემდეგ სამაშველო ოპერაცია დაიწყო.

დანიური გემი Karin Hoej ამოტრიალდა. მის ბორტზე ორი ადამიანი იმყოფებოდა. ისინი უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან. მეორე გემი Scot Carrier – დიდ ბრიტანეთს ეკუთვნის.

შეჯახება ღამით მოხდა, თანაც ამ რაიონში ძლიერი ნისლი იყო.

სამაშველო ოპერაციაში ხომალდები და ვერტმფრენები მონაწილეობენ. ჯერჯერობით უცნობია, გადაჰქონდათ თუ არა სატვირთო გემებს რაიმე საშიში ტვირთი. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,186,982 ნახვა
%d bloggers like this: