პოლიტიკა

„ბატონი სააკაშვილის შეთავაზებული ფორმატი ზურაბიშვილის გამოსვლის ადეკვატური განვითარებაა“ – გიორგი მარგველაშვილი

Nusagi

საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა. 

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ვითარების დეესკალაციისთვის პრეზიდენტების შეხვედრა უნდა შედგეს. 

„ქალბატონი პრეზიდენტის გამოსვლა დემოკრატიის სამიტზე მიმაჩნია სწორად, დროულად და იმ რთული ვითარების ადეკვატურად, რომელშიც არის ქვეყანა და რეგიონი. ჩემი აზრით, ბატონი სააკაშვილის შეთავაზებული ფორმატიც ამ გამოსვლის ადეკვატური განვითარებაა. რა შანსი აქვს მის განხორციელებას, ამას დრო გვიჩვენებს. ეს იყო ჩემი შეთავაზებული იდეა საზოგადოებისათვის, ბუნებრივია, მიმაჩნია, რომ ეს სწორი ფორმატია და ვნახავთ, რამდენად შედგება იგი.

წინასწარ დღის წესრიგის განსაზღვრა რთულია, მაგრამ მიზანი უნდა იყოს ქვეყნის შიგნით ვითარების დეესკალაცია  ქვეყნის გარეთ არსებული ძალიან რთული ვითარების პარალელურად ადეკვატურად მოქმედება“, – განაცხადა მარგველაშვილმა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,446 ნახვა
%d bloggers like this: