საზოგადოება

ვეფხვია გულედანი: პრემიერის მხარდაჭერა ქართული თავდაცვისადმი განსაკუთრებულია

Nusagi

„გვსურს გამოვეხმაუროთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის მორიგ ვიზიტს „დელტაში“, სადაც ამჯერად მოხდა სადაზვერვო შეჯავშნული ტრანსპორტიორის გაცნობა. მიგვაჩნია, რომ ძალზე მნიშვნელოვანია აღნიშნული დარგის განვითარება განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და გვყავს აგრესორი მეზობელი, რომლის გეოპოლიტიკური მისწრაფებაა ქართული სახელმწიფოს ჩაგვრა და დასუსტებაა“, – ამ სიტყვებით ეხმაურება საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე ვეფხვია გულედანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის „დელტაში“ ვიზიტს

როგორც ვეფხვია გულედანი აღნიშნავს, ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერა ქართული თავდაცვისადმი ყოველთვის განსაკუთრებულია.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ჯარის გასაძლიერებლად არაერთი სტრატეგიული რეფორმა განახორციელა:

„პრემიერის მხარდაჭერა ქართული თავდაცვისადმი განსაკუთრებულია და ჩვენ გვახსოვს ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრის რანგში არაერთი სტრატეგიული რეფორმის გატარება ჯარის გაძლიერების მიმართულებით, როგორც სისტემური, ასევე, აღჭურვითი ნაწილის. თავის მხრივ, მნიშვნელოვანია „დელტას“ თანამშრომლობა ისრაელთან, რაც ცალსახად ნაწარმის მაღალ ხარისხს და ტექნოლოგიურ სიძლიერეს უსვამს ხაზს, აგრეთვე, არანაკლებ მნიშვნელოვანია ქვეყნის პრემიერის მუდმივი ზრუნვა თავდაცვისუნარიოანობის გაზრდაზე, რაც ერთგვარი მოტივატორია თითოეული ჯარისკაცისთვის, რომ იყოს მოწოდების სიმაღლეზე“, – აცხადებს ვეფხვია გულედანი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,615 ნახვა
%d bloggers like this: