მედიცინა

თამარ გაბუნია: აბსოლუტურად გამოვრიცხავ რაიმე ტიპის დაპირისპირებას

Nusagi

აბსოლუტურად გამოვრიცხავ რაიმე ტიპის დაპირისპირებას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ეკატერინე ტიკარაძის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.

თამაღ გაბუნია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მინისტრის გადადგომამდე მთავრობის სხდომაზე დაპირისპირება და „ხელების ბრახუნი“ იყო.

“დღეს სამთავრობო სხდომას მე ვესწრებოდი. ჯანდაცვის სამინისტროს დღეს სხდომაზე გასატანი საკითხი არ ჰქონია, ამდენად, ჩემი დასწრება საკმარისი იყო და მინისტრის დასწრება აუცილებელი არ იყო”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ტიკარაძესა და პრემიერ-მინისტრს შორის დაპირისპირება ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით, გაბუნია ამბობს, რომ “მწვანე პასპორტთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა სამედიცინო სფეროში რამდენიმე ხანია არსებობს”.

„დაპირისპირება ნამდვილად არ ყოფილა. რაც შეეხება “მწვანე პასპორტის” კონცეფციას, ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო მსჯელობა სამედიცინო წრეებშიც, საკოორდინაციო საბჭოზეც და მივიღეთ ეს ვერსია, რაც დღეს არის. ყველაფერი ექვემდებარება გადახედვას. ვფიქრობ, ექსპერტების მოსაზრებაზე იქნება მსჯელობა”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,690 ნახვა
%d bloggers like this: