Uncategorized

ლევან ფერაძე: ეპიდემიოლოგების ვარაუდით, იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში, „ომიკრონი“ მნიშვნელოვანწილად ჩაანაცვლებს „დელტა“ შტამს

Nusagi

თანამედროვე მსოფლიოში როცა ვიცით, რომ ამ ვირუსის ნაირსახეობა ე.წ. ომიკრონი არის ევროკავშირში, ინგლისში, ამერიკაში და ისრაელში და ამ ქვეყნებთან ხშირი მიგრაციული პოლიტიკა გვაქვს, წარმოუდგენელია ჩვენთან ერთეული შემთხვევები მაინც არ იყოს, – განაცხადა „ნიუ-ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელმა ლევან ფერაძემ.

„ეპიდემიოლოგების ვარაუდითაც, იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში, ეს შტამი მნიშვნელოვანწილად ჩაანაცვლებს „დელტა“ შტამს. ზუსტად ვიცით ერთი რამ, რომ აცრა, მათ შორის „ფაიზერი“ შველის, „ბუსტერი“ „ფაიზერის“ შველის და დღესდღეობით, საშუალება, რომ მეხუთე ტალღა არ მივიღოთ, არის მასობრივი აცრა“, – ღნიშნა ფერაძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,790 ნახვა
%d bloggers like this: