უცხოური მედია

ჟურნალმა TIME-მა წლის ადამიანად ილონ მასკი დაასახელა

Nusagi

ამერიკულმა ჟურნალმა TIME-მა ნომინაციაში „წლის ადამიანი“ Tesla-სა და  SpaceX-ის ხელმძღვანელი ილონ მასკი დაასახელა. 2021 წელს მასკი ისტორიაში პირველი მილიარდერი გახდა, რომლის ქონებამ $300 მილიარდი შეადგინა.

წელს, „წლის ადამიანის“ ნომინაციის პრეტენდენტი 54 ადამიანი იყო. მათ შორის იყვნენ სახელმწიფოების მეთაურები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პოლიტიკოსები, სპორტსმენები, მსახიობები, კორპორაციების ხელმძღვანელები. ჩამონათვალში იყვნენ ვლადიმერ პუტინი, ალექსეი ნავალნი, ჯო ბაიდენი, ბრიტნი სპირსი, ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი და სხვები.

მანამდე 2021 წლის ადამიანი ჟურნალის მკითხველებმა დაასახელეს. ყველაზე მეტი ხმა ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსანარუსმ მიიღო (24%), მეორე ადგილზე მკითხველების ხმათა რაოდენობით დონალდ ტრამპი გავიდა, (9%), მესამეზე კი, წამყვანი სამედიცინო მუშაკები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიას ებრძვიან. მეოთხე ადგილზე ალექსეი ნავალნი გავიდა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,646 ნახვა
%d bloggers like this: