პოსტები სოციალური ქსელიდან

„უვადო მწვანე პასპორტი დიდი შეცდომაა და კოვიდ გადატანილების აცრა მნიშვნელოვანია“ – ზაზა წერეთელი

Nusagi

ორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში, ავსტრიელი მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაზე წერს. 

როგორც წერეთელი აღნიშნავს, უვადო მწვანე პასპორტები არის ძალიან დიდი შეცდომა. 

„ავსტრიელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევა (პირველი ასეთი სახის ომიკრონის შტამის ირგვლივ) ნათლად აჩვენებს, რომ უვადო მწვანე პასპორტი დიდი შეცდომაა და რომ კოვიდ გადატანილების აცრა მნიშვნელოვანია.

კვლევამ აჩვენა რომ „ომიკრონ“ შტამს აქვს ძლიერი უნარი გვერდი აუაროს ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს და ყველაზე კარგ შედეგებს იძლევა ადამიანები ვისაც აქვს ბუსტერ დოზა, ვინც აცრილი იყო და მერე გადაიტანა კოვიდი, ან ჯერ კოვიდით იყო დაავადებული და შემდეგ აიცრა“, – წერს ზაზა წერეთელი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,790 ნახვა
%d bloggers like this: