პოლიტიკა

ქოცებს არაფერი ეშველებათ, ნაცებიც მაგ კონდიციამდე მივლენ

Nusagi

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:

„ქოცებს არაფერი ეშველებათ. ნაცებიც მაგ კონდიციამდე მივლენ (არც თუ დიდი ხნის მერე), თუ ყველასგან “მიშა მაგარიას” მოსმენის ღრმად ჩაკირული სურვილი სწრაფად არ ამოიგდეს თავიდან“.

გვარამიას სტატუსს „ნაცმოძრაობის“ წევრი სევდია უგრეხელიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ნაცების ეს სეგმენტი შეიძლება დროებითი პრობლემა იყოს, თუმცა თუ საქმე გამოსწორდა-თავისით გადანაწილდებიან. რაზეც გვარამიამ უპასუხა, რომ ამ სეგმენტს თავად სევდია უგრეხელიძეც მიკუთვნება.

„ქალბატონო სევდია, თქვენი სტატუსი წავიკითხე მარგველაშვლზე და მაგ ფრაგმენტში თუ სეგმენტში გადანაწილებულხართ თქვენც, მაგ სტატუსის ლოგიკით“,-წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, სევდია უგრეხელიძემ ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზე დაწერა რომ „მას თავი მართლა მიშას ტოლი და სწორი პრეზიდენტი გონია“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,646 ნახვა
%d bloggers like this: