ჯანდაცვა

„შეიძლება ამ თვის ბოლოს საქართველოში „ომიკრონის“ შემთხვევები გამოვლინდეს“ – ალექსანდრე გოგინავა

Nusagi

ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „რუსთავი 2“-ის ეთერში, კორონავირუსის ახალ ვარიანტზე „ომიკრონზე“ ისაუბრა.

მისი თქმით,  სახელმწიფომ უფრო აქტიურად უნდა გააკონტროლოს იმ ქვეყნებთან მიმოსვლა, სადაც ახალი შტამია დაფიქსირებული.

„ჯერჯერობით, ეპიდსიტუაცია მძიმე რჩება. ამაზე მიუთითებს ის მაჩვენებლები, რომლებიც ყოველდღიურად გვაქვს. შეიძლება ამ თვის ბოლოს უკვე საქართველოშიც იყოს „ომიკრონის“ შემთხვევები გამოვლენილი, მაგრამ რეალურად, იმისთვის, რომ რისკები შევამციროთ და ასევე, მომზადებული შევხვდეთ, რამდენიმე რამ უნდა გავითვალისწინოთ. პირველ რიგში ის, რომ ვაქცინაციის პროცესი უნდა წავიდეს აქტიურად, იმიტომ, რომ კვლევები აჩვენებს, რომ ძირითადად აგრესიულად ეს ახალი შტამი ვრცელდება იქ, სადაც ვაქცინაციით მოცვა მოსახლეობის არის დაბალი“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,187,035 ნახვა
%d bloggers like this: