უცხოური მედია

ჩეხეთში სავალდებულო ვაქცინაციის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

Nusagi

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ათასობით ადამიანმა გარკვეული ჯგუფების სავალდებულო ვაქცინაციის მანდატის შემოღება გააპროტესტა, – ამის შესახებ abcnews იუწყება.

მიუხედავად პოლიციის მოთხოვნისა, აქციის მონაწილეებს არ ეკეთათ პირბადე და სოციალური დისტანციის წესებს არ იცავდნენ. სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. 

დემონსტრანტების თქმით, მათი კონსტიტუციური უფლებები ირღვევა. ისინი არ იყვნენ ნებაყოფლობითი ვაქცინაციის წინააღმდეგი, თუმცა სავალდებულო ვაქცინაციას ეწინააღმდეგებიან.

მთავრობამ ამ კვირაში გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ვაქცინაცია 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის, პოლიციის თანამშრომლებისთვის, მეხანძრეებისთვისა და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სავალდებულო გახდება. ბრძანება 2022 წლის მარტში უნდა ამოქმედდეს. 

ჩეხეთის მოსახლეობის 60%-ზე მეტი სრულადაა ვაქცინირებული. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,921 ნახვა
%d bloggers like this: