უცხოური მედია

ცნობილი გახდა ომიკრონ-შტამით პირველი პაციენტის გარდაცვალების შესახებ

Nusagi

ბრიტანეთში გარდაიცვალა პირველი პაციენტი, რომელიც ომიკრონ-შტამით დაავადდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ვაქცინაციის ცენტრში ვიზიტისას განაცხადა. მანამდე აღნიშნული შტამით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირებული არ ყოფილა.

„სამწუხაროდ, უკვე დადგინდა, რომ სულ მცირე ერთი ადამიანია გარდაცვლილი ამ შტამით“,-განაცხადა ბორის ჯონსონმა.

მანვე აღნიშნა, რომ ომიკრონი ქვეყანაში დიდი სისწრაფით ვრცელდება. ამასთან, ჯონსონმა მოუწოდა მოსახლეობას, ნუ იქნებიან დარწმუნებული, რომ ახალი შტამი  ინფექციის შედარებით იოლი ფორმაა.

„ყველაზე კარგი, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია, – რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ ბუსტერ-დოზები“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,545 ნახვა
%d bloggers like this: