უცხოური მედია

2022 წელი პანდემიის დასრულების და ეკონომიკის სრული აღდგენის წელი იქნება – JPMorgan

Nusagi

კომპანია JPMorgan-ის პროგნოზის მიხედვით, 2022 წელი პანდემიის დასრულების და ეკონომიკის სრული აღდგენის წელი იქნება. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ამ პროგნოზის მიხედვით, თითქმის ორწლიანი ქაოსის შემდეგ, რაც პანდემიით იყო გამოწვეული, 2022 წელს მოხდება ეკონომიკური იარების მოშუშება:

„პანდემიის დასრულება და ნორმალური ცხოვრების აღდგენა პოპულაციური იმუნიტეტის და ადამიანის ახალი გამოგონებების წყალობით მოხდება. ამის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ახალი თერაპევტული პრეპარატები, რაც 2022 წელს ხელმისაწვდომი იქნება“, – განაცხადა  JPMorgan-ის მთავარმა ანალიტიკოსმა გლობალური ბაზრების საკითხებში მარკო კოლანოვიჩმა.

JPMorgan საფონდო ბაზრების ზრდის პროგნოზსაც აკეთებს. ამასთანავე, მისი ინფორმაციით, ევროპასა და აზიაში გეოპოლიტიკური დაძაბულობა კვლავ რჩება, რასაც ინფლაცია მოჰყვება. ასევე, შესაძლოა ენერგეტიკულმა კრიზისმაც იჩინოს თავი.

Citigroup-ის ინფორმაციით, მომავალი წლის ბოლოს ნავთობის ფასი ერთ ბარელში 59 დოლარი იქნება. JPMorgan-ს უფრო ოპტიმისტური პროგნოზის აქვს. მისი ექსპერტების აზრით, ნავთობის ფასი 2022 წელს 86 დოლარის ფარგლებში იქნება. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,186,874 ნახვა
%d bloggers like this: